"მილანის" არგენტინელი ნახევარმცველი ლუკას ბილია ოთხი თვე ვერ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას მილანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ბილიამ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და აღდგენით პროცესს ოთხი თვე სჭირდება.
ბილია "მილანში" 2017 წლიდან თამაშობს, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 48 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.