სხვა

0:00 | 10.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარბელაში EOC-ის 47-ე გენერალური ასამბლეა დაიწყო

ესპანეთის ქალაქ მარბელაში 9-10 ნოემბერს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 47-ე გენერალური ასამბლეა გაიმართება.

გენერალური ასამბლეის პროგრამა მოიცავს: პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალურ მოხსენებას, 2020 და 2022 წლების ტოკიოსა და პეკინის ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას, ასევე სარაევოსა და ბაქოს 2019 წლის ზამთრისა და ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალებისთვის ინფრასტრუქტურის მზადყოფნასთან დაკავშირებულ მოხსენებებს.

ცალკე განსახილველ თემად იქნება წარმოდგენილი 2019 წლის მინსკის მეორე ევროპული თამაშებისთვის მზადება.

www.geonoc.org.ge

0.111941