იაპონიის სამედიცინო ასოციაციაში გაერთიანებული ცნობილი ექიმების ჯგუფი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს, მოსალოდნელი დიდი სიცხეების გამო, ასპარეზობათა ჩატარების გრაფიკის გადახედვისკენ მოუწოდებს.
იაპონელი ექიმების რჩევით, უმჯობესი იქნება, თუ მარათონელთა შეჯიბრების დაწყების დროდ 05:30 საათი გამოცხადდება. ამ შემთხვევაში მინიმუმამდე შემცირდება მორბენლის გულის შეტევის რისკი.
„მზის დარტყმის რისკის ქვეშ არიან არა მარტო სპორტსმენები, არამედ მოხალისეები, გულშემატკივრები, - აცხადებს იაპონიის სამედიცინო ასოციაციის წარმომადგენელი კიმიუკი ნაგაშიმა. - ამასთან, გაიზრდება სამედიცინო სამსახურისთის მომართვის რაოდენობა, რაც თავის მხრივ გავლენას იქონიებს მათ მუშაობაზე."
იაპონელი ექიმები შიშობენ, რომ ამჟამინდელი გრაფიკი შეიძლება საბედისწერო გამოდგეს.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) და ტოკიო-2020-ის ხელმძღვანელებმა მარათონელთა სტარტი ნახევარი საათით ადრე - 07:00-ზე გადატანეს, რასაც ექიმები არ იწონებენ.
წლეულს, ივლისში ტოკიოს მასშტაბით სიცხის შედეგად გულის შეტევით 96 ადამიანი გარდაიცვალა. სახანძრო საგანგებო სამსახურის სააგენტოს ცნობით, 30 აპრილიდან 29 ივლისის ჩათვლით იაპონიის მასშტაბით გულის შეტევისა და დასიცხვით საავადმყოფოებში 57 535 ადამიანი მოხვდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კიამავე მიზეზით 125 ადამიანი გარდაიცვალა.
XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება ივლის-აგვისტოში - იაპონიისთვის ყველაზე ცხელ თვეებში.
www.geonoc.org.ge