„სპორტინგის“ ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, 49 წლის ჰოლანდიელი, მარსელ კეიზერი იქნება. მან ლისაბონურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა და სამუშაოს 12 ნოემბრიდან შეუდგება.
კაიზერი თავის დროზე, „აიაქსის,“ „კამბუურისა“ და „გრააფსხაპის“ ფეხბურთელი იყო. მწვრთნელობა კი 2007 წლიდან დაიწყო. ძირითადად ჰოლანდიურ კლუბებში საქმიანობდა. მათ შორის, „აიაქსშიც,“ 2017 წელს. მისი ბოლო სამუშაო ადგილი კი საემიროების „ალ ჯაზირა“ გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ კეიზერამდე „სპორტინგს“ ტიაგუ ფერნანდეში წვრთნიდა.