ფეხბურთი

18:30 | 8.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში ისევ არ ითამაშებს

პორტუგალიის ნაკრებში კრიშტიანუ რონალდუ ისევ არაა. ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია და 2019 წლის მარტამდე ასეც იქნება.

ფერნანდუ სანტუშმა უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ნოემბერში გუნდში იქნებიან. მათ შორის არაა რონალდუ.

მეკარეები: ბეტო (გიოზთეფე, თურქეთი), კლაუდიო რამოსი (ტონდელა), რუი პატრისიუ (ვულვზი, ინგლისი)

მცველები: სედრიკ სოარეში (საუთჰემპტონი, ინგლისი), ჟოაუ კანსელუ (იუვენტუსი, იტალია), რაფაელ გერეირო (დორტმუნდი, გერმანია), ლუის ნეტო (ზენიტი, რუსეთი), მარიო რუი (ნაპოლი, რუსეთი), ჟოზე ფონტე (ლილი, საფრანგეთი), პეპე (ბეშიქთაში, თურქეთი), რუბენ დიაში (ბენფიკა)

ნახევარმცველები: ბრუნო ფერნანდეში (სპორტინგი), დანილო პერეირა (პორტუ), ანდრე გომეში (ევერტონი, ინგლისი), პიცი (ბენფიკა), რენატუ სანჩესი (ბაიერნი, გერმანია), რუბენ ნევეში (ვულვზი, ინგლისი), ჟოაო მარიო (ინტერი, იტალია), უილიამ კარვალიო (ბეტისი, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ბერნარდო სილვა (სიტი, ინგლისი), ბრუმა (ლაიფციგი, გერმანია), რაფა სილვა (ბენფიკა), ედერი (ლოკომოტივი, რუსეთი), გონსალო გედეში (ვალენსია, ესპანეთი), ანდრე სილვა (სევილია)

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები 17 და 20 ნოემბერს, ერთა ლიგაზე ორ შეხვედრა ჩაატარებს, იტალიისა და პოლონეთის წინააღმდეგ.

0.115379