ფეხბურთი

23:04 | 8.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერი: "სტერლინგს მსაჯისთვის პენალტის დანიშვნა არ უთხოვია"

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი გარი ლინეკერი, რომელიც საფეხბურთო მიმომხილვევად მუშაობს, რაჰიმ სტერლინგს არ ადანაშაულებს. მისი განცხადებით, „სიტის“ შემტევს სიმულაციისთვის არ მიუმართავს და მსაჯისთვის პენალტის დანიშნვა არ უთხოვია.

სტერლინგს მსაჯისგან პენალტის დანიშვნა არ მოუთხოვია. ვიცით, რომ შეეძლო ეთქვა არბიტრისთვის, მაგრამ ეს სტანდარტული პროცედურაა. თუმცა, ჩვეულებრივ მსაჯების ასეთ დროს მაინც არ ცვლიან გადაწყვეტილებას“, - თქვა ლინეკერმა.

შეგახსენებთ, რომ „სიტისა“ და „შახტარის“ შეხვედრაში ვიქტორ კაშაიმ სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც არ იყო. სტერლინგს არავინ შეხებია და მას შემდეგ დაეცა, რაც მიწას ფეხი წამოარტყა.

0.130193