კატალონიის „ბარსელონას“ ფილიპე კოუტინიო გამოაკლდა. ბრაზილიელმა დაზიანება „ინტერთან“ შეხვედრაში მიიღო და როგორც გამოკვლევამ აჩვენა, მარცხენა ფეხის კუნთია დაზიანებული.
ესპანური გუნდი ვებგვერდის ცნობით, აღდგენითი პროცეს 2-3 კვირის განმავლობაში გასტანს. ბრაზილიელი „ბარსას“ 24 ნოემბერს, „ატლეტიკოსთან“ მნიშვნელოვან შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 16 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.