კალათბურთი

14:58 | 8.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას “დეტროიტმა” მოგების გემო გაიხსენა

ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ზედიზედ განცდილი 5 მარცხის მერე, გამოფხიზლება მოახერხა და ფლორიდაში ქართველი ცენტრის ყოფილ კლუბ “ორლანდო მეჯიქს” 103:96 სძლია.

ფაჩულიამ მოედანზე 13 წუთი გაატარა და 2 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 3 ორქულიანი ააცილა, 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. სათქმელია ისიც, რომ ქართველმა ლეგიონერის საქმეში ყოფნის პერიოდში, დეტროიტელებმა მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდეს.
“პისტონსის” რიგებში ყველაზე შედეგიანი ანდრე დრამონდი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი (23 ქულა, 19 მოხსნა) შეასრულა. “მეჯიქს” ფრანგმა ევან ფურნიემ ულიდერა. მისი მონაგარი 27 ქულა იყო.
“დეტროიტ პისტონსი” 5-5 მოგება-წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 10 ნოემბერს, ფაჩულიას კიდევ ერთ ყოფილ კლუბ “ატლანტა ჰოუქსთან” ჩაატარებს.

0.120879