„ლივერპულის“ მარცხენა მცველი, შოტლანდიელი ენდრიუ რობერტსონი დარწმუნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, 28 ნოემბერს, მისი გუნდი სტუმრად პსჟ-ს აუცილებლად დაამარცხებს.
„ცხადია, ეს შეხვედრა უნდა მოვიგოთ. სტუმრად გაცილებით კარგად შეგვიძლია თამაში, ვიდრე ეს „ნაპოლისთან“ (0:1) და „ცრვენა ზვეზდასთან“ (0:2) იყო.
გასულ სეზონში ჩინებულად ვირჯებოდით გასვლით მატჩებში. ახლა ერთგვარი პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ ჩავალთ პარიზში და ყველას ვუჩვენებთ როგორ შეგვიძლია თამაში.“ - უთხრა რობერტსონმა Sky Sports-ს.