მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში, აეკ-თან გამარჯვების შემდეგ (2:0), განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დამსახურებულად დაამარცხა ბერძნული კლუბი.
„მოწინააღმდეგეს შანსი არ მივეცით. მხოლოდ ერთხელ, მატჩის დასაწყისში ჰქონდათ საგოლე მომენტი, შემდეგ კი აბსოლუტურად ვაკონტროლებდით სიტუაციას. მეორე ტაიმში ორი-სამი გოლის გატანა კიდევ შეგვეძლო. შედეგით კმაყოფილი ვარ. დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
შესაძლოა, საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. მთავარია, გავიმარჯვეთ და შემდეგ ეტაპზე გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით.“ - ციტირებს კოვაჩის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
E ჯგუფს 10 ქულით „ბაიერნი“ ლიდერობს, „აიაქსს“ 8 ქულა მოუგროვდა და მეორე საფეხურზე დგას. მესამეზე ოთხქულიანი „ბენფიკაა.“ უქულო აეკ-ი კი ფსკერზეა.