სხვა

18:50 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

პლესნოის მე-8 ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მორიგი ქართველი ძალოსანი ვიხილათ.
ანტონ პლესნოიმ (96 კგ.) ატაცში 167 და 173 კგ. დასძლია, 177-ს კი ვერ გაუმკლავდა და მე-7 შედეგი აჩვენა. ქართველი ძალოსანი იდენტურად გამოვიდა აკვრაშიც, სადაც ასევე საწყისი 2 მისვლა (198 და 206 კგ.) გამოიყენა, 211 კილოგრამიანი შტანგა კი დაუვარდა. ანტონი მე-2 მოძრაობაში მე-1 იყო, ჯამში კი 379 კგ. მოაგროვა და მე-8 შედეგი დააფიქსირა.
საინტერესოა, რომ ორიოდ კვირის წინ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებ შედეგთან შედარებით, სადაც პლესნოიმ ვერცხლის მედალი მოიპოვა, მან ჯამურ მონაგარს ერთბაშად 12 კგ. წაამატა.
96 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ირანელ სოჰრაბ მორადის (416 კგ.) ერგო, ვერცხლი ჩინელმა ტაო ტიანმა (407 კგ.) დაისაკუთრა, ბრინჯაო კი – რუმინელმა ნიკოლაე ონიკამ (391 კგ.).
მსოფლიო პირველობაზე კიდევ სამ ქართველ ძალოსანს ვიხილავთ, რომელთა განრიგიც (თბილისის დროით) ასე გამოიყურება:
8 ნოემბერი, 18:55 საათი – ირაკლი ჩხეიძე 102 კგ.
10 ნოემბერი, 16:25 საათი – ირაკლი თურმანიძე +109 კგ.
10 ნოემბერი, 16:25 საათი – ლაშა ტალახაძე +109 კგ.

0.141095