ფეხბურთი

21:10 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ზენიტის" ფეხბურთელმა ლიბერტადორესის ფინალისთვის წითელი ბარათი მიიღო

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი „ბოკა ხუნიორსის“ დიდი გულშემატკივარი და ყოფილი ფეხბურთელია. როდესაც გაირკვა, რომ ლიბერტადორესის თასის ფინალში „ბოკა“ „რივერ პლეიტს“ შეხვდებოდა, პარედესმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და ამ ფაქტს ისტორიულიც უწოდა.

საინტერესოა, რომ რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში პარედესმა „ახმატთან“ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად, მომდევნო ტურში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

რუსი გულშემატკივრების აზრით, არგენტინელმა წითელი ბარათი განზრახ მიიღო, რომ 10 ნოემბერს ბუენოს აირესში ჩავიდეს და „რივერთან“ ფინალი „ბომბონერას“ სტადიონიდან ნახოს.

დამდეგ უიქ-ენდზე 24 წლის ნახევარმცველი რუსულ გუნდს მაინც ვერ დაეხმარება და არაა გამორიცხული, რომ კლუბმა სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს.

0.122752