20 წლის ქართველი კალათბურთელი ლუკა ბულაშვილი ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) კვირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ესპანეთის კალათბურთის ფედერაციამ (FEB) იმედისმომცემ ქართველ ლეგიონერს სტატია მიუძღვნა და ის თორნიკე შენგელიასაც კი შეადარა. აი, რას ვკითხულობთ პუბლიკაციაში:
“20 წლის ქართველი კალათბურთელი ლუკა ბულაშვილი კვირის უძვირფასეს მოთამაშე გახდა, რაშიც 43 ქულა (8 სამქულიანი) დაეხმარა, მისმა “კულერედომ” კი მეტოქეს შესვენებამდე 74 ქულა ჩაუგდო და საბოლოოდ, 114:74 სძლია.
2008-09 და 2009-10 წლების სეზონებში კიდევ ერთმა ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ EBA-ლიგაში “ვალენსიას” მაისურით 41 მატჩი ჩაატარა. მან დაბალ დონეზე შესაბამისი გამოცდილება დააგროვა, დღეს კი, ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავია.
ბულაშვილი შენგელიას პოზიციაზე არ თამაშობს, თუმცა, მიმდინარე სეზონის სტარტიდან გამომდინარე, გარკვეული პარალელის გავლება შეიძლება.
ლუკამ გასული წლები “ბასკონიას”, “ოურენსესა” და “გრან კანარიას” ახალგაზრდულმა გუნდებში გაატარა, მიმდინარე სეზონის წინ კი, “კულერედოში” გადაბარგდა და სენსაციური დასაწყისი აქვს.
კარგად დაყენებული სამქულიანის ფონზე, ქართველი უკანახაზელის საშუალო მონაგარი 32 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 4.3 ჩაჭრაა, მისი სარგებლიანობის საშუალო კოეფიციენტი კი 31-ს უტოლდება.
გასულ შაბათას EBA-ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი თამაში ვიხილეთ. “კულერედომ” “აგუსტინოს ლეკლერკთან” საწყის 20 წუთში 74 ქულა მიითვალა ანუ იმდენი, რამდენიც მეტოქე მთლიანად მატჩში.
მასპინძელთა წარმატების საფუძველი პერიმეტრიდან შეტევის საოცარი მაჩვენებელი გახდა. “კულერედომ” 3-ქულიანების 68% (25-დან 17) გამოიყენა, ამ მხრივ კი თავი, განსაკუთრებით ბულაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც 8 შორეული ტყორცნა გამოიყენა.
საბოლოოდ, ლუკამ 43 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 7 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 48-ს გაუტოლდა”.