ესპანეთის სუპერთასი 2019 წელს, შესაძლოა, ქვეყნის გაერთ გაიმართოს. Sport.es-ს ცნობით, ეპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანეობა მატჩი აშშ-ში, ჩინეთსა ან ყატარში ჩატარებას გეგმავს.
გამოცემა წერს, რომ ჩინეთი და ყატარი მზად არიან გაცილებით დიდი თანხა გადაიხადონ, ვიდრე აშშ-მა, მაგრამ ამ უკანასკნელის განაცხადი უფრო ხელსაყრელი ჩანს, ჩრდილოამერიკის საფეხბურთო ბაზარზე გასვლის თვალსაზრისით.
საინტერესოა, რომ აშშ-დან მიწვწვა იმავე კომპანიამ გააგზავნა, რომელიც „ჟირონასა“ და „ბარსელონას“ მატჩის ჩატარებას მაიამიში აპირებდა.