ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი ჩაატარა და “მაიამი ჰითთან” ოვერტაიმში 115:120 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 9 წუთი გაატარა და ორქულიანი ააცილა, ამასთან, პასივში 3 დაკარგვა და 2 პერსონალური ფოლი ჰქონდა.
საინტერესოა, “პისტონსის” მხრიდან 111 ქულა ხუთმა კალათბურთელმა მოაგროვა. ესენი ანდრე დრამონდი (25 ქულა, 24 მოხსნა), რეჯი ჯეკსონი (25 ქულა), ბლეიკ გრიფინი (24 ქულა, 15 მოხსნა, 7 პასი), ლენგსტონ გელოვეი (21 ქულა, 9 მოხსნა) და გლენ რობინსონი (16 ქულა) არიან.
მიჩიგანელებს 4 მოგების წილ 5 მარცხი მოუგროვდათ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე გადაინაცვლეს, მომდევნო მატჩი კი 7 ნოემბერს “ორლანდო მეჯიქთან” ელით.