მადრიდის „რეალს“ მილანის „ინტერის“ შემტევის, მაურო იკარდის შეძენა სურს და შეთანხმება შესაძლოა, უკვე იანვარში გაფორმდეს, წერს Don Balon. „სამეფო კლუბი“ მზადაა არგენტინელში 110 მილიონი ევრო გადაიხადოს.
კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ, „რეალს“ თავდასხმაში აშკარა პრობლემები აქვს. კარიმ ბენზემაც ვერ აჩვენებს სათანადო ხარისხს, სტაბილურობაც აკლია.
იტალიური მედიაც ადასტურებს, რომ იკარდისაც სურს „რეალის“ მაისურის მორგება.
წლევანდელ სეზონში 25 წლის იკარდიმ „ინტერის“ შემადგენლობაში 11 მატჩი ითამაშა ყველა ტურნირზე, 8 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა.