„ჩელსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, ლონდონური კლუბისგან, კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის გამო, 23 მილიონ ევროს ითხოვს, წერს La Gazzetta Dello Sport-ი. აქედან 13 მილიონს გათავისუფლების და 10 რეპუტაციის შელახვისათვის.
„ჩელსიში“ არ ეთანხმებიან კონტეს მოთხოვნებს. პირიქით, კლუბის იურუდიული სამსახური მას უყენებს პრეტენზიებს იმაში, რომ საკუთარ მოვალეობას მთლად კარგად არ ასრულებდა და სპონსორებთან მოლაპარაკების პირობებს არღვევდა. კერძოდ, კლუბის ბაზასთან მანქანას იმ ადგილზე არ აჩერებდა სადაც სთხოვდნენ. ასევე, ხშირად აგვიანებდა პრესკონფერენციებზე.