ფრანგული პარი სენ-ჟერმენის“ ურუგვაელმა შემტევმა, ედინსონ კავანიმ, „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, მე-4 ტურის მატჩის წინ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნეაპოლში თამაში ძალიან რთული იქნება.
„სან-პაულოს“ სტადიონზე მოგება ძნელია. არადა, ეს ერთობ მნიშვნელოვანი მატჩია ჩვენთვის. ახლა გვეძლევა შანსი, ყველას ვუჩვენოთ, რომ გუნდურად თამაშიც მშვენივრად შეგვიძლია.“ - უთხრა კავანიმ კლუბის პრესსამსახურს.
შეგახსენებთ, რომ კავანი 2010-13 წლებში „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა.
„ნაპოლი“ - პსჟ-ის დღევანელი დაპირისპირება, თბილისის დროით, 24 საათზე დაიწყება.