ფეხბურთი

9:04 | 6.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: „დორტმუნდს“ გერმანიის ჩემპიონობა შეუძლია“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, მე-4 ტურის „დორტმუნდთან“ მატჩის წინ, მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლუსიენ ფავრის გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და გერმანიის ჩემპიონობაც შეუძლია.

„ბორუსია“ დღეს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ამიტომაცაა, რომ ბუნდესლიგის ცხრილს ლიდერობს და დაუმარცხებელია როგორც შინაურ პირველობაზე, ასევე ჩემპიონთა ლიგაში. ისინი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ და თუ ასე გააგრძელეს, გერმანიის ჩემპიონობის დიდი შანსი აქვთ.“ - უთხრა სიმეონემ უეფას პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში, „დორტმუნდმა“ „ატლეტიკოს“ შინ 4:0 მოუგო.

0.070078