ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბორნმუთის“ წინააღმდეგ ითამაშა ვარდისფერი მაისურით, რომელზეც ყაყაჩოს სიმბოლიკა იყო გამოსახული.
თუმცა, სერბი ნემანია მატიჩის მაისურს ყაყაჩო არ ამშვენებდა. ყაყაჩო ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნას ეძღვნება და სწორედ ამიტომ, ნემანიამ უარი თქვა ასეთი მაისურის ჩაცმაზე.
Telegraf.rs-ის ცნობით, მატიჩი კლუბისა და ზოგადად ინგლისის დატოვების საფრთხის წინაშეც დადგა, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა. მოგვიანებით, 30 წლის ფეხბურთელმა თავისი არჩევანი განმარტა:
„ვაღიარებ, რატომაც ატარებს ხალხი ყაყაჩოს, პატივს ვცემ ყველას უფლებას, ვიზიარებ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა ამ კონფლიქტის დროს.
თუმცა, ჩემთვის ეს მხოლოდ შეხსენებაა იმ გრძნობის, რომელიც ვიგრძენი მაშინ, როდესაც 12 წლის ვიყავი და ვრელოში ვცხოვრობდი. 1999 წელს ჩემს ქვეყანას, სერებთს ბომბავდნენ. აქამდე ეს გამიკეთებია, მაგრამ ახლა მიმაჩნია, რომ არ უნდა ჩავიცვა მაისური, რომელზეც ყაყაჩო იქნება გამოსახული.
არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ყველას გვაქვს საკუთარი ცხოვრება და ეს გავაკეთე პირადი არჩევანის გამო. ვიმედოვნებ, ყველამ გაიგო ჩემი სიმართლე და ახლა კონცენტრაციას მოვახდენ გუნდზე და დავეხმარები მნიშვნელოვან თამაშებში, რომელიც გველოდება“, - დაწერა მატიჩმა სოციალურ ქსელში.