ფეხბურთი

11:56 | 5.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვაარტმა კარიერა დაასრულა

ახლო წარსულში ცნობილმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 35 წლის ნახევარმცველს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გაუთავებელი ტრავმების გამო მოუწია.

„დროა, თამაში შევწყვიტო. აქ სათამაშოდ ჩამოვედი და არა რეაბილიტაციისთვის. ამ წლების განმავლობაში ძალიან მადლიერი ვარ, რომ მქონდა ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა. ეს იყო საოცარი მომენტი და ვგრძნობ ყველა იმ ფეხბურთელს, იმ მწვრთნელსა და იმ სტადიონებს, სადაც მითამაშია“, - ციტირებს ვან დერ ვაარტის სიტყვებს De Telegraaf-ი.

რაფაელ ვან დერ ვაარტი ბოლოს დანიურ „ესბიერგში“ ირიცხებოდა, რომლის ღირსება მხოლოდ 4 მატჩში დაიცვა. იქამდე კი, „აიაქსის“, „ჰამბურგის“, „რეალის“, „ტოტენჰემის“, „ბეტისისა“ და „მიდტიულანდის“ ღირსება დაუცავს.

ჰოლანდიის ნაკრებში 2001-2013 წლებსი 109 თამაში ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.

0.120695