ფეხბურთი

23:04 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

აგუეროს 150-ე პრემიერლიგური და დაუოკებელი „სიტი“

კვირას, პრემიერლიგის მე-11 ტურის ორი მატჩი გაიმართა. „სიტიმ“ „საუთჰემპტონს“ დამართა ის, რაც ცხრილის ქვედა ნაწილის გუნდებთან იცის ხოლმე - მიწასთან გაასწორა. მე-18 წუთზე „ქალაქელები“ უკვე 3:0 იგებდნენ და ჯამში, ცოტა უფრო ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, ანგარიში მთლად სასირცხვილო იქნებოდა.

გვარდიოლას მანქანა დაიქოქა და თუ ასე გააგრძელა, შარშანდელ რეკორდსაც გააუმჯობესებს, როცა პრემიერლიგა 106 გატანილო გოლით დაამთავრა. „ეტიჰადის“ მინდორზე გასული თითქმის ყველა სტუმარი შიშნარევი თვალებით იყურება ირგვლივ და ეს განწყობა თამაშის დროსაც იგრძნობა. მაგალითად, სერხიო აგუერომ 150-ე ბურთი გაიტანა პრემიერლიგაში და Daily Mail აღნიშნავს, იმ ეპიზიდში არგენტინელს გაცილებით ანთებული თვალები ჰქონდა, ვიდრე სედრიკ სოარეშს, რომელიც მისთვის ხელის შეშლას ცდილობდაო.

სხვათა შორის, აგუერო მესამე ფეხბურთელი გახდა პრემიერლიგაში, ტიერი ანრისა (175 გოლი. „არსენალში“) და უეინ რუნის (183, „მანჩესტერ იუნაიტედში“) შემდეგ, ვინც ერთი კლუბის მაისურით 150 გოლიან ზღვარს უწია.

დუბლი მიითვალა რაჰიმ სტერლინგმა და ბოლოსკენ ცოტა ზუსტი რომ ყოფილიყო, ჰეთ თრიქსაც არაფერი დაუდგებოდა წინ.

აკი, მერე გვარდიოლამაც თქვა: დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ გუნდის გაწვრთნითო.

„სიტიმ“ 29 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნულად გალიდერდა.

მეორე მატჩში „ჩელსიმ“ „კრისტალ პალასს“ მოუგო, თუმცა ეს გამარჯვება ადვილი არ ყოფილა. ნახევარი საათის თავზე, ალვარო მორატამ გახსნა ანგარიში და ამის შემდეგ „არისტოკრატებს“ თითქოს ჩაეძინათო. სტუმრებმა კბილებიც გამოაჩინეს და ანდროს თაუნსენდმა გაათანაბრა კიდეც.

„ჩელსი“ ისევ ედენ აზარის შეცვლაზე შესვლამ გამოაფხიზლა. საბოლოოდ, მორატამ და პედრომ კიდევ ორჯერ დაამწუხრეს სტუმართა მადისაღმძვრელი გვარის მქონე მეკარე უეინ ჰენესი და ცხრილში მეორე ადგილზე დადგნენ.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-11 ტური. 4 ნოემბერი

სიტი - საუთჰემპტონი 6:1

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 53 916

1:0 ჰუდტი (6, ს.კ.), 2:0 აგუერო (12), 3:0 დავიდ სილვა (18), 3:1 ინგსი (30, პენ), 4:1, 5:1 სტერლინგი (45+2, 67), 6:1 სანე (90+1)

სიტი: ედერსონი, უოკერი, მენდი, ლაპორტე, სტოუნზი (კომპანი 68), დავიდ სილვა (ფოდენი 72), ფერნანდინიო (დელფი 79), ბერნარდო სილვა, აგუერო, სტერლინგი, სანე

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

საუთჰემპტონი: მაკარტი, ბერტრანი, სოარეში, სტეფენსი, ჰუდტი, რედმონდი (ელიუნუსი 73), ლემინა, ჰოიბერგი, უარდ-პროუსი (ობაფემი 73), ლონგი, ინგსი (არმსტრონგი 82)

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

მსაჯი: ლი მეისონი

გაფრთხილება: აგუერო (38); უარდ-პროუსი (10)

ჩელსი - კრისტალ პალასი 3:1

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“

1:0 მორატა (32), 1:1 თაუნსენდი (53), 2:1 მორატა (65), 3:1 პედრო (70)

ჩელსი: კეპა, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა, ალონსო, რუდიგერი, ბარკლი (კოვაჩიჩი 64), ჟორჟინიო (ფაბრეგასი 80), კანტე, ვილიანი (აზარი 64), პედრო, მორატა

მწვრთნელი: მაურიციო სარი

კრისტალ პალასი: ჰენესი, საკო, ტომკინსი, ვან ანჰოლტი, ვან-ბისაკა, მაკარტური (შლუპი 80), კუიატე, თაუნსენდი, მილივოიევიჩი, მაიერი (აიუ 71), ზაჰა

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: მილივოიევიჩი (86)

0.117978