არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ შესაძლოა უახლოეს მომავალში "ინტერთან" ახალი კონტრაქტი გააფორმოს. როგორც Calcio Mercato იუწყება, სამხრეთამერიკელი "ნერაძურის" ხელმძღვანელობისგან ახალ ხელშეკრულებას ელოდება. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ პირობებს შესთავაზებენ იკარდის.
იკარდის ზაფხულში ლონდონის "ჩელსის", მადრიდის "რეალს" და "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებდნენ, თუმცა არგენტინელი "ინტერში" დარჩა. მიმდინარე სეზონში მაურო შედეგიანად გამოიყურება - სამხრეთამერიკელმა 11 მატჩში რვა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.