"ბარსელონას" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა "რაიოსთან" მოგებული (3:2) ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ერნესტო ვალვერდემ შეხვედრაში სწორი ცვლილებები განახორციელა და თამაში შემოატრიალა.
ვალვერდემ მეორე ტაიმში უსმან დემბელე, არტურო ვიდალი და მუნირ ელ ჰადადი შემოიყვანა. მატჩის ბედი კი ბოლო სამ წუთში გადაწყდა, როდესაც 87-ე და 90-ე წუთებზე თავი დემბელემ და ლუის სუარესმა გამოიჩინეს.
"ვალვერდეს შეცვლებმა თამაში შეცვალა და დაგეგმილი სამი ქულა მოვიპოვეთ. თამაშის სადავეები დაკარგული გვქონდა, თუმცა მეორე ტაიმში ერნესტოს წყალობით ყველაფერი შეიცვალა და მოხარული ვარ რომ ამ გამარჯვების მონაწილე ვიყავი." - ციტირებს ვიდალი სიტყვებს AS-ი.