კატალონიის „ბარსელონას“ ლეგენდა ჩავი ერნანდესი ახალი იდეით გამოდის და მიიჩნევს, რომ ფეხბურთი გაცილებით მიმზიდვენი გახდება თუ 10-10-ზე ითამაშებენ.
„ალ სადის“ ვეტერანი ნახევარმცველის აზრით, ამ გზით უფრო მეტი სივრცეები გაჩნდება მინდორზე და თამაში უფრო სანახაობრივი გახდება.
„იდეალური იქნება 10-10 ის წინააღმდეგ თუ ითამაშებს. მინახავს თამაშები ორ გუნდს შორის, როდესაც გაძევების შემდეგ გუნდს 10 ფეხბურთელით რადიკალურად განსხვავებული თამაში უჩვენებია. ასეთ დროს უფრო მეტი სივრცეა მოედანზე და შეტევაში თამაში უფრო მეტადაა შესაძლებელი“, - აღნიშნა ჩავიმ.