პარიზში მიმდინარე მასტერსის ტურნირზე ფინალის ტოლფასი ნახევარფინალი გაიმართება. აღნიშნულ შეხვედრაში ერთმანეთს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი და რეიტინგის პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან.
შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება, სადაც აღნიშნული წყვილი ერთმანეთს 47-ედ შეხვდებიან, აქიდან 24-ჯერ სერბმა, 22-ჯერ კი ფედერერმა გაიმარჯვა.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს კარენ ხაცანოვი და დომინიკ ტიმი გაეჯიბრებიან.