ფეხბურთი

10:53 | 2.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა მეორე წიგნი დაწერა

ამერიკული „ლოს ანჯელეს გელაქსის“ შვედმა შემტევმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მისი მეორე წიგნი გამოსაცემად მზადაა და მისი პრეზენტაცია 8 ნოემბერს გაიმართება.

„მომავალ კვირას ჩემი მეორე წიგნი გამოვა, რომესაც „მე-ფეხბურთი“ ჰქვია. ეს წიგნი ჩემი კარიერის შესახებაა. დიდად ვისიამოვნე მასზე მუშაობისას. თქვენ გელოდებათ ბევრი იშვიათი ფოტო. ინტერვიუები ჩემთან და ადამიანებთან, ვისთანაც მითამაშია.“ - დაწერა „იბრამ“ საკუთარ „ტვიტერზე.“

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს იბრაჰიმოვიჩის პირველი წიგნი გამოიცა, რომელსაც „მე-ზლატანი“ ერქვა.

0.117763