ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევის რაჰიმ სტერლინგის აგენტმა და "მანჩესტერ სიტის" დირექტორმა ფეხბურთელის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, სტერლინგი პირობებით კმაყოფილია და კლუბთან ახალ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
რაჰიმი "ქალაქელებს" 2015 წელს "ლივერპულიდან" შეუერთდა და პრემიერლიგის გასული სეზონის ჩემპიონი გახდა. "მანჩესტერ სიტის" მაისურით სტერლინგმა 152 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 48 გოლი და 52 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამჟამად ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონი ევროა.