სუპერკლასიკო კოპა ლიბერტადორესის ფინალში. ბევრი ქომაგის დიდი ხნის ნატვრა ახდა და სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ორ არგენტინული გრანდი, „რივერ პლეიტი“ და „ბოკა ხუნიორსი“ შეებმებიან.
„რივერის“ შემდეგ ფინალში თამაშის ულფება „ბოკამაც“ ირგუნა. გილერმო ბაროს შელოტოს გუნდმა ერთი კვირის წინ ბუენოს აირესში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნა.
ბევრს ეცადა სან პაულუში „პალმეირასი“ რომ ჩამორჩენა აღმოეფხვრა, მაგრამ არ გამოუვიდა. მეტიც, ანგარიში ისევ არგენტინელებმა გახსნეს და ტაიმი მოიგეს კიდეც. მეორე ნახევარი ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდის აქტივობით დაიწყო. ლუანისა და გუსტავო გომესის გოლებით დაწინაურდა კიდეც, მაგრამ ბენედეტომ მასპინძელთა იმედებს ცივი შხაპი გადაასხა. ბენედეტომ ერთი კვირის დუბლი გაიფორმა და ახლაც მატჩის გმირი გახდა, როდესაც 70-ე წუთზე შორეული დარტყმით გაათანაბრა და ყველანაირი ინტრიგა მოკლა.
ამრიგად, „ბოკა“ ფინალშია. ფინალში, რომელიც ორმატჩიანი. 7 და 28 ნოემბერს, „მონუმენტალსა“ და „ბომბონერაზე“ დიდი ამბებია მოსალოდნელი...
„პალმეირასი“ –„ბოკა ხუნიორსი“ 2:2 (0:1)
სან პაულუ, „არენა პალმეირასი“
„პალმეირასი“ (4-2-3-1): ვევერტონი; მაიკე, ლუანი, გომესი, დიოგო ბარბოსა; ბრუნო ენრიკე (მოისესი 46), ფელიპე მელო (სკარპა 76); დუდუ, ლუკას ლიმა, ვილიანი (ბორხა 63); დეივერსონი
მწვრთნელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი
„ბოკა ხუნიორსი“ (4-1-4-1): როსი; ხარა, იზკუერდოსი, მაგალანი, ოლასა; ბარიოსი; ვილა, ნანდესი, პერესი (გაგო 81), პავონი (სარატე 74); აბილა (ბენედეტო 62)
მწვრთნელი: გილერმო ბაროს შელოტო
გოლები: 0:1 ავილა (18), 1:1 ლუანი (53), 2:1 გომესი (60, პენ), 2:2 ბენედეტო (70)
გაფრთხილება: ფელიპე მელო (27), ლუანი (42), გომესი (76), დეივერსონი (90) - აბილა (57), პერესი (67)
მსაჯი: ვილმარ როლდანი (კოლუმბია)