სხვა

20:40 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 7-კაციანი შემადგენლობით წარსდგება

ხვალ, 31 ოქტომბერს, საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება, რომელსაც 1-10 ნოემბერს თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი უმასპინძლებს.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატზე ის 7 ძალოსანი გამოვა, რომლებიც ამ ეტაპისთვის ოპტიმალურ ფორმაში იმყოფებიან.
გაგაცნობთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას წონითი კატეგორიების მიხედვით:
61 კგ. შოთა მიშველიძე
67 კგ. გოგა ჩხეიძე
89 კგ. რეზი დავითაძე
96 კგ. ანტონ პლესნოი
102 კგ. ირაკლი ჩხეიძე
+109 კგ. ირაკლი თურმანიძე
+109 კგ. ლაშა ტალახაძე

0.120296