სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, კოპა ლიბერტადორესი სუპერკლასიკოს მოლოდინშია. თანაც ეს ფინალში! უკვე ცნობილია ერთი ფინალისტი და ის "რივერ პლეიტია". მარსელო გალიარდოს გუნდმა ერთი კვირის წინ "მონუმენტალზე" "გრემიოსთან" 0:1 წააგო და ფინალში გასვლის შანსი მკვეთრად შეიმცირა.
თავის მხრივ, "გრემიო" მოქმედი გამარჯვებულია ამ ტურნირის და ბუნებრივია ზედიზედ მეორე ტიტულისკენ მიისწრაფვოდა. პორტუ ალეგრიში ყველაფერი მასპინძელთა სასარგებლოდ დაიწყო და 82-ე წუთამდე ლეო გომესის გოლით კვლავ ამარცხებდა "რივერს".
თუმცა, მატჩის ბოლო ნაწილი ბრაზილიელთათვის კოშმარული გამოდგა. "რივერმა" ჯერ ლუკას ბორეს წყალობით გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე გონსალო მარტინესმა პენალტი ზუსტად დაარტყა და "მილიონარიოსი" ფინალში გაიყავანა...
პენალტს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ბურთი "გრემიოს" ფეხბურთელს ხელზე მოხვდა და უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ვიდეორეფერის ჩარევის შედეგად დაინიშნა. გაცხარებულმა ბრაზილიელბმა მსაჯზე გაიწიეს და დიდი ამბები იყო მოედანზე. მსაჯმა მატჩს 14 წუთიც კი დაამატა. ნამატჩევს, "გრემიოს" თავკაცმა პრესკონფერენციაზე ირონიულად ისაუბრა და ჟურნალისტებს ჰკითხვა, ვიდეორეფერი სტივ უანდერი იყოო?..
ასე იყო თუ ისე, ფაქტია, ახლა, "რივერი" მეტოქეს ელოდება. მეორე ფინალსიტი გამთენიისას გაირკვევა. "პალმეირასი" "ბოკა ხუნიორსს" დაუხვდება, ერთი კვირის წინ არგენტინელებმა შინ 2:0 მოიგეს და უპირატესობას ფლობენ. სხვათა შორის, კოპა ლიბერტადორესის ფინალში არგენტინული სუპერკლასიკო არასდროს შემდგარა...
„გრემიო“ – „რივერ პლეიტი“ 1:2 (1:0)
პორტუ ალეგრი, „არენა დე გრემიო“
„გრემიო“ (4-2-3-1): გროე; ლეო გომესი, პაულო მირანდა (ბრესანი 71), პედრო ჟერომელი, ბრუნო კორტეზი; მაიკონი (ევერტონი 54), მიჩელი; რამირო, სისერო, ალისონი; ჟაელი (ტაკიანო 86)
მწვრთნელი: რენატო გაუჩო
„რივერ პლეიტი“ (4-3-1-2): არმანი; მონტიელი, მაიდანა, პინოლა, კასკო; ფერნანდესი (მარტინესი 46), პონსიო (პერესი 24), პალასიოსი; კინტერო (სკოკო 63); ბორე, პრატო
მწვრთნელი: მარსელო გალიარდო
გოლები: 1:0 ლეო გომესი (36), 1:1 ბორე (82), 1:2 მარტინესი (90, პენ)
გაფრთხილება: მირანდა (57), კორტესი (64), ბრესანი (71, 88), სისერო (78), გროე (90) - პერესი (31), პინოლა (71), მარტინესი (90)
მსაჯი: ანდრეს კუნია (ურუგვაი)