ფეხბურთი

12:18 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსის“ მწვრთნელი 6 ათასი გირვანქით დააჯარიმეს

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ „ჩელსის“ მწვრთნელი, მარკო იანი 6 ათასი გირვანქით დააჯარიმა. მიზეზი - „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩის ბოლო წუთზე, ჟოზე მოურინიუს თვალწინ გოლის უხამსად აღნიშვნა გახლავთ.

ეს თამაში ლონდონში 20 ნოემბერს გაიმართა და 2:2 დამთავრდა. „ჩელსი“ დამარცხებას როს ბარკლიმ გადაარჩინა, რომელმაც მე-6 წამატებულ წუთზე გაიტანა. ამ დროს „არისტოკრატთა“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ, მარკო იანიმ გოლი ერთობ ემოციურად აღნიშნა, პირდაპირ პორტუგალიელის თვალწინ. ამას მოურინუის განრისხება მოჰყვა და კინაღამ მუშტი-კრივიც გაიმართა.

ასოციაციამ იანის ქცევა უგუნურობად შეაფასა. მოურინიუც გააფრთხილა, ოღონდ არ დაუსჯია.

0.125037