ავტორიტეტულმა გამოცემა FourFourTwo-მ დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიოს 50 გამორჩეული მწვრთნელის ვინაობა დაასახელა.
პირველ ადგილზე „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი, ხოსეპ გვარდიოლა გავიდა, მეორეზე - მადრიდის „რეალის“ ყოფილი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი. მესამეზე „ატლეტიოკოს“ თავკაცი, დიეგო სიმეონე.
პირველი ათეული კი ასეთია:
- ხოსეპ გვარდიოლა („მანჩესტერ სიტი“)
- ზინედინ ზიდანი (ექს - „რეალი“)
- დიეგო სიმეონე („ატლეტიკო“)
- მასიმილიანო ალეგრი („იუვენტუსი“)
- იურგენ კლოპი („ლივერპული“)
- დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრები)
- მაურისიო პოჩეტინო („ტოტენჰემი“)
- მაურიციო სარი („ჩელსი“)
- იულიან ნაგელსმანი (ჰოფენჰაიმი“)
- ერნესტო ვალვერდე („ბარსელონა“)