ფეხბურთი

0:43 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" ფეხბურთელებისთვის კურტუას ნავასი სჯობს

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს ძირითად მეკარედ კეილორ ნავასი სურთ. გამოცემა ESPN-ის ცნობით, ფეხბურთელთა უმრავლესობა აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის არ ეთანხმებოდნენ.

ისინი მიიჩნევდნენ, რომ პირველი მეკარე კეილორ ნავასი უნდა ყოფილიყო. როგორც განვლილმა პერიოდმა აჩვენა, ლოპეტეგის რჩევა არ გაუთვალისწინებია და უმეტესად ბელგიელს ენდობოდა.

მიმდინარე სეზონში კურტუამ 8 მატჩში 13 გოლი გაუშვა, ხოლო ნავასმა 6 შეხვედრაში 7-ჯერ გამოიტანა ბურთი საკუთარი კარიდან.

0.244269