სომხურ წახკაძორში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი TSAGHKADZOR OPEN-2018, სადაც საქართველოს სახელით ფოთის საჭადრაკო კლუბის 5 მოზარდი მონაწილეობდა.
8 წლის მოჭადრაკეთა შორის წარმატებით იასპარეზა და III საპრიზო ადგილი დაიკავა 7 წლის გაგა გვასალიამ.
12 წლის მოჭადრაკეთა შორის საპრიზო ადგილზე გასვლის შანს ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა თეიმურაზ კვიკვინია. საბოლოოდ, მან 9-დან 6 ქულით III-VI ადგილები გაინაწილა. ამავე ასაკში 4.5 ქულა დააგროვა გიორგი სიჭინავამ.
საკმაოდ წარმომადგენლობით “ღია” ტურნირში უფროსებთან დაძაბულ ბრძოლაში აკაკი ყალიჩავამ 4 ქულით დაასრულა შეჯიბრი, ხოლო ელენე წოწონავამ – 3.5-ით.