ფეხბურთი

10:20 | 30.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ბეშიქთაში“ „ლივერპულს“ კარიუსს უბრუნებს

სტამბოლის „ბეშიქთაშის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა გერმანელი მეკარის, ლორის კარიუსის გარჯით და მისი „ლივერპულში“ დაბრუნება უკვე იანვარში განუზრახავს, თუმცა ორი წლით ჰყავდა იჯარით აყვანილი. - წერს A Bola.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ კარიუსი თურქულ კლუბში გასულ ზაფხულს გაუშვა იჯარით. მიზეზი, წლეულს მაისში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ დაშვებული უხეში შეცდომები გახლდათ.

ორი წლის წინათ იურგენ კლოპმა ის გერმანული „მაინციდან“ დიდი იმედებით გადაიბირა მერსისაიდში, მაგრამ მოლოდინმა ვერ გაამართლა.

„ბეშიქთაში“ „ლივერპულს“ უკვე დაუკავშირდა და აუხსნა, რომ კარიუსის ნაცვლად, იჯარით, ბელგიელი შემტევის, დივოკ ორიჯის აყვანა სურს, რომელიც ახლა „ვოლფსბურგში“ ირიცხება, ასევე იჯარით.

0.121934