მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი მცველი, მარსელო იმედოვნებს, რომ „სამეფო კლუბში“ კრიზისი მალე გადაივლის და გუნდი ძველებურად ათამაშდება. ბოლო 7 მატჩიდან მადრიდელებმა 5 წააგეს და პრიმერას სატურნირო ცხრილში მათთვის შეუფერებელ მე-9 ადგილზე დგანან.
წუხელ კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგისთან თანამშრომლობის შეწვეტის შესახებ.
„ხანდახან, ჭეშმარიტი გზის გასააზრებლად, ცხოვრებაში ცუდი რაღაცეებიც ხდება. რაც არ უნდა გაგვიჭირდეს, „რეალი“ მაინც დაბრუნდება.“ - დაწერა საკუთარ „ინსტაგრამში“ მარსელომ.
28 ოქტომბერს „რეალი“ „კლასიკოში“ „ბარსასთან“ 1:5 განადგურდა. ის ერთადერთი გოლი მადრიდელთაგან ბრაზილიელმა მცველმა გაიტანა და მარჯვენა ფეხის კუნთიც დაიშავა. ექიმები ვარაუდობენ, რომ მის აღდგენას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.