ფეხბურთი

21:15 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კონტეზე "რეალ(ურ)ი" სოლარია

ხულენ ლოპეტეგის მადრიდის „რეალში“ ყოფნა-არყოფნის საკითხი სულ მალე გაირკვევა. იქამდე კი, ესპანური იმაზე მსჯელობს, ვინ შეცვლის ესპანელს? აქამდე ფავორიტი ანტონიო კონტე იყო და ითქვა ისიც, რომ იტალიელის დანიშვნა გადაწყვეტილიც გახლდათ.

თუმცა, გამოცემა As-ი დარწმუნებულია, რომ ლოპეტეგის მემკვიდრე სანტიაგო სოლარი იქნება. წყაროს ინფორმაციით, კონტემ ფლოენტინო პერესს ხანგრძლივად და რაც მთავარია მშვიდად მუშაობის გარანტია მოსთხოვა, რაც „ბლანკოსის“ შეფებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

აი, Mundo Deportivo ოდნაც სახეცვლილ ინფორმაციას გვაწვდის, რომლის თანახმადაც კონტეს „რეალში“ მისვლა მხოლოდ დროებით გადაიდო. სოლარი „სამეფო კლუბს“ მინიმუმ სანაკრებო პაუზამდე, ხოლო მაქსიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დამოძღვრავს, ხოლო შემდეგ ისევ კონტეს ფიგურა იქნება წინა პლანზე.

აქვე გეტყვით, რომ სანტიაგო სოლარი, რომელიც თავის დროზე „რეალში“ თამაშობდა, ჯერ მადრიდელთა აკადემიაში მუშაობდა, ხოლო ამჟამად მეორე გუნდს უდგას სათავეში.

0.103842