ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე მასტერსზე (5 444 985 ევრო) წარმატებული სტარტი აიღო.
26 წლის ბასილაშვილი პირველ წრეში ავსტრალიელ ჯონ მილმანს გაეჯიბრა და პირველი სეტი 6:4 მოიგო, რის შემდეგაც მეტოქემ ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.
ამ წარმატების წყალობით, ნიკამ 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ე.წ. “ლაივ-რეიტინგში” 1795 ქულით მისთვის სარეკორდო მე-20 ადგილზე გადაინაცვლა.
მე-2 წრეში კი მე-7 ნომრად განთესილ სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერონს გაეჯიბრება. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი აფრიკელს გასულ კვირაში ვენის ტურნირზე დაუპირისპირდა და მატჩბოლის მიუხედავად, მარცხი განიცადა, ამჯერად კი, რევანშის შანსი ექნება.
ვთქვათ ისიც, რომ ქართველი ჩოგბურთელი პარიზში ძალებს წყვილთა შეჯიბრშიც სცდის, სადაც ჰოლანდიელ ვესლი კოლჰოფთან ერთად ამერიკელ ჯონ ისნერსა და ბრიტანელ ნილ სკუპსკის გაეჯიბრება.