სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

17:10 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვოიტაშეკმა არმაგედონში იმარჯვა

ბრიტანულ კუნძულ მენზე გამართული საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული პოლონელი რადოსლავ ვოიტაშეკი (2727) გახდა.

მან აზერბაიჯანელი არკადი ნაიდიჩის (2721) მსგავსად, 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა, თუმცა, მეტოქეს პლეიოფში (არმაგედონი) აჯობა და საპრიზო ფონდიდან 38 ათასი გირვანქა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ტურნირში მონაწილეობას 2 ქართველი მოჭადრაკეც იღებდა. ნინო ბაციაშვილმა (2482) თავი 4.5 ქულას მოუყარა და 82-ე შედეგი აჩვენა, სოფიკო გურამიშვილი (2378) კი 4.0 ქულით 111-ე გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.109072