ზაფხულისა და ზამთრის მომავალი ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების - ტოკიო 2020 და პეკინი 2022-ის მასპინძლებმა, ჩინეთის დედაქალაქში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს ტოკიო 2020-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ტოშირო მუტომ და პეკინი 2022-ის აღმასრულებლის მოადგილე და ვიცე-მერმა ჟანგ ჯიანდონგმა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდა იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე და ჩინეთის პრემიერი ლი კეციანგი.
იაპონიის ლიდერმა, რომელიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია ჩინეთს, განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის უმთავრესი ურთიერთთანამშრომლობაა და არა მხარეებს შორის ქიშპობა.
ტოკიო 2020 და პეკინი 2022-ის ორგანიზატორთა განცხადებით, შეთანხმება ორ საორგანიზაციო კომიტეტს შორის გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.
www.geonoc.org.ge