ფეხბურთი

13:24 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "ვიცი როგორ მდგომარეობაშია ახლა ხულენ ლოპეტეგი"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა „რეალთან (5:1) მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა. როგორც 54 წლის ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, პრინციპულ მეტოქესთან მოგება და თან დიდი ანგარიშით ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა ხულენ ლოპეტეგის მდგომარეობაშიც შედის, რადგან როგორც მან დასძინა, კლუბის წარუმატებლობაში მეტწილად სწორედ მწვრთნელის ბრალეულობას ხედავენ.

"ელ კლასიკოს" მოგება და თან ასეთი ანგარიშით, ძალიან ემოციურია, მაგრამ მიწაზე უნდა დავრჩეთ. წინ ბევრი შეხვედრა გვაქვს.

ვიცი, როგორ მდგომარეობაშია ახლა ხულენ ლოპეტეგი. როცა რაღაც რიგზე არ არის, დამნაშავედ მწვრთნელი ითვლება, ფეხბურთში ასეთი წესია. როგორც მწვრთნელს, მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, რაც სეეხება უშუალოდ თამაშს, მოგება არ გაგვჭირვებია, თუმცა 15 წუთი ჩავაგდეთ, სწორედ მაშინ მივიღეთ გოლიც”, - ვალვერდემ.

0.123211