მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი თავის პოსტს დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. ესპანეთის ჩემპიონატის მეათე ტურში მადრიდელებმა „ელ კლასიკო“ სტუმრად „ბარსელონასთან“ 1:5 და ეს პოსტის დატოვების მისაღებად გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა.
52 წლის ლოპეტეგიმ „რეალის“ მოთამაშეებს ერთობლივი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ წარმატებები უსურვა და თავისი კომენტარი შემდეგი ფრაზით დაასრულა – „გემშვიდობებით – ყოველი შემთხვევისთვის.“
უფრო ადრე, ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ „რეალი“ ორშაბათს, მთავარ მწვრთნელად „ჩელსის“ ყოფილ დამრიგებელს, ანტონიო კონტეს დანიშნავს.