ფეხბურთი

1:17 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გადახრუკული უდაბნო

„გაწბილებული ვარ. მაგრამ ჯერ მხოლოდ ოქტომბერია და ძალა გვაქვს. ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. მჯერა, ჩემი ფეხბურთელების და ვგრძნობ, რომ შემიძლია მუშაობა გავაგრძელო. მართალია, „კამპ ნოუზე“ ასეთი წაგება საშინელებაა, თუმცა ჩვენც გვქონდა თამაშის შველის შანსი. მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ვირჯებოდით. მაგრამ სუარესის მესამე გოლმა ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა.

მართალია, ასეთ შემთხვევბში პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება. მაგრამ ჩვენ გუნდი ვართ, ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ.

დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს „რეალი“ კიდევ იზეიმებს.“ - ეს სიტყვები უთხრა „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ ჟურნალისტებს „ბარსელონაათნ“ 1:5 განადგურების შემდეგ.

ახლა მისი საქმე ისეა, შეიძლება ხვალევე გაათავისუფლონ. Tiempo de Juego ამტკიცებს, რომ ანტონიო კონტემ ეგვიპტეში დასვენება შეწყვიტა და ლონდონში ბრუნდებაო. 49 წლის იტალიელ სპეციალისტს ლოპეტეგის ყველაზე რეალურ შემცვლელად მოიაზრებენ.

„კლასიკოც“ ასეთი უნდა. ის, რაც კვირას „კამპ ნოუზე“ მოხდა, ალბათ ორივე გუნდის ქომაგებს დიდ ხანს ემახსოვრებათ. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, რომ მინდორზე სხვადასხვა კლასის გუნდები თამაშობდნენ. წელგამართული „ბარსა“ და დაბნეული „რეალი.“

კატალონიელბი ყველაფერში სჯობდნენ კასტილიელებს. სისწრაფეში, კომბინაციურ თამაშში, ტექნიკაში. „რეალი“ „ბარსას’ პრესინგიდანაც ვერ აღწევდა ხეირიანად თავს. ამიტომ 2:0 მთლად ზუსტად ვერ ასახავდა რეალობას.

შესვენებაზე ლოპეტეგიმ მადრიდელთა სათამაშო სქემა ოდნავ შეცვალა, კაზემირო დაცვის ცენტრში გადაიყვანა და სამი მცველით გააგრძელა თამაში. ცხადია, რისკავდა. თავიდან ჩანაფიქრმა გაამართლა, სტუმრები ამოძრავდნენ და ერთი ხანი ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვეს, გოლიც გაიტანეს და თითქოს თამაშში უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ლუის სუარესმა მესამე გოლიც გაიტანა და ამით ყველაფერი დამთავრდა. მერე, ისევ სუარესმა და ვიდალმა ანგარიში სამარცხვინო გახადეს.

ფაქტია, „რეალს“ დიდი ცვლილებები სჭირდება. თავიდან ამბობდნენ, კრიშტიანუ რონალდუს წასვლამ იმოქმედა, ცოტა დრო გავა, გადაეწყობიან და ისევ ძველებურად ათამაშდებიანო. მაგრამ ახლა ყველა ხვდება, რომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მომგებმა,ზინედინ ზიდანმა, ლოპეტეგის აყვავებული ბაღი კი არა, გადახრუკული უდაბნო დაუტოვა.

„ბარსა“ ისევ ლიდერია, „რეალი“კი მე-9 ადგილზე დგას ცხრილში.

ესპანეთი

26-28 ოქტომბერი. ლა ლიგა. მე-10 ტური

ბარსელონა - რეალი 5:1

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 93 265

1:0 კოუტინიო (11), 2:0 სუარესი (30, პენ), 2:1 მარსელო (50), 3:1, 4:1 სუარესი (75, 83), 5:1 ვიდალი (87)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, სერხი რობერტო, ლანგლე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო (დემბელე 74), რაფინია (სემედუ 69), არტური (ვიდალი 84), სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

რეალი: კურტუა, მარსელო (დიასი 82), რამოსი, ნაჩო, ვარანი (ლუკას ვასკესი 46), მოდრიჩი, კროოსი, კაზემირო, ისკო, ბენზემა, ბეილი (ასენსიო 77)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

მსაჯი: ხოსე სანჩესი

გაფრთხილება: რაკიტიჩი (38), სუარესი (77); ნაჩო (39), ბეილი (53)

ვალიადოლიდი - ესპანიოლი 1:1

0:1 იგლესიასი (20), 1:1 ვერდე (90+1)

ჟირონა - რაიო ვალეკანო 2:1

1:0, 2:0 პორტუ (34, პენ, 45), 2:1 გალვესი (61)

ატლეტიკი - ვალენსია 0:0

ლევანტე - ლეგანესი 2:0

1:0 როხერი (14), 2:0 როჩინა (90)

სელტა - ეიბარი 4:0

1:0, 2:0 იაგო ასპასი (5, 36), 3:0 მენდესი (56), 4:0 იაგო ასპასი (82)

ატლეტიკო - რეალ სოსიედადი 2:0

1:0 გოდინი (45), 2:0 ფილიპე ლუისი (60)

ხეტაფე - ბეტისი 2:0

1:0 მოლინა (60), 2:0 ფულკიე (62)

ალავესი - ვილიარეალი 2:1

0:1 მორენო (10), 1:1 სალერი (51), 2:1 ბასყტონი (90+4)

სევილია - უესკა 2:1

1:0, 2:0 სარაბია (65, 78), 2:1 პულიდო (90+3)

0.120385