კალათბურთი

18:45 | 28.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბულაშვილის 22 ქულა და პირველი მარცხი (+VIDEO)

ესპანურმა “კულერედომ”, რომლის ღირსებასაც 20 წლის ქართველი კალათბურთელი ლუკა ბულაშვილი იცავს, რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფში პირველი მარცხი განიცადა, ჩვენებური კი ტრადიციულად შედეგიანი გახლდათ.

“კულერედო” “როსალიას” ესტუმრა და 69:88 წააგო, ბულაშვილი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 37 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 4 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
ლუკამ 7-დან 2 ორქულიანი და 17-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
“კულერედოს” 2 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 3 ნოემბერს, “აგუსტინოს ლეკლერკთან” ჩაატარებს. ვთქვათ ისიც, რომ 3 ტურის თავზე ბულაშვილის საშუალო მონაგარი 28.3 ქულაა.

0.117795