ფეხბურთი

17:47 | 28.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" ტონალის დააკვირდება

იტალიის 19-წლამდელთა ნაკრების და "ბრეშას" ნახევარმცველი სანდრო ტონალი შესაძლოა "ინტერის" წევრი გახდეს. როგორც football italia იუწყება, 18 წლის მოთამაშეზე ინტენსიურ დაკვირვებას კლუბის ტექნიკური დირექტორი ჯუზეპე ბარეზი მოახდენს და სატრანსფერო მოლაპარაკებები დაიწყება.

იტალიაში სანდროს ანდრეა პირლოს ადარებენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ფეხბურთელისადმი ინტერესს "ინტერის" გარდა, "რომა", "მილანი", "იუვენტუსი" და "მონაკო" იჩენენ. "რომამ" "ბრეშას" 10 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა მასიმო სელინომ წინადადება უარყო და როგორც იტალიურ მედიაში იუწყებიან, ტონალის მხოლოდ 25 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ გაყიდიან.

სანდრომ კარიერა "ბრეშაში" დაიწყო და პირველ გუნდში მიმდინარე წლის დასაწყისში დააწინაურეს. აღნიშნულ ფაქტს მოყვა თებერვალში ტონალის დებიუტი იტალიის 19-წლამდელთა ნაკრებში. მიმდინარე სეზონში 18 წლის ფეხბურთელმა სერია B-ში რვა მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113309