სხვა

15:15 | 28.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მედლების დასამზადებლად წუნდებული ელექტრო მოწყობილობების მიღება გრძელდება

ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის მზადების პროცესში იაპონელთა მეტი ჩართულობისთვის, მომავალი თამაშების მასპინძლები წუნდებული ტექნიკის მიღებას და შემდგომ მათი მედლებად გადამუშავების აქციას აგრძელებენ.

ტოკიოს თამაშებისთვის ჯილდოების დასამზადებლად წუნდებული ელექტრო მოწყობილობების მიღება ქვეყნის მასშტაბით 2017 წლის აპრილში დაიწყო.

დღევანდელი მონაცემებით, ტოკიო 2020 ორგანიზატორებმა ბრინჯაოს მედლების დასამზადებლად სამყოფ ნიშნულს - 2700 კილოგრამს მიაღწიეს. შეგროვებულია 16,5 კილოგრამი ოქრო, რაც უმაღლესი სინჯის მედლებისთვის საჭირო მოცულობის 54,5 პროცენტია, ხოლო ვერცხლის ჯილდოებისთვის 1800 კილოგრამს მოუყარეს თავი, რაც საერთო რაოდენობის 43,9 პროცენტს შეადგენს.

ორგანიზატორები დარწმუნებული არიან, რომ ძვირფასი ლითონის საჭირო მარაგი მომავალი წლის მარტამდე შეგროვდება.

პროექტს მხარს უჭერენ იაპონიის მობილური კავშირის ოპერატორი NTT DOCOMO, გარემოს დაცვის სანიტარიის ცენტრი, გარემოს დაცვის სამინისტრო და ტოკიოს მთავრობა.

ტოკიო 2020-ის მედლების დიაზაინი 2019 წელს გახდება ცნობილი.

www.geonoc.org.ge

0.109202