სხვა

23:17 | 27.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე: ოთხნი კვარცხლბეკზე

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებისთვის 20 და 23 წლამდელთა ზამოსცის (პოლონეთ) ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე ნაყოფიერი გამოდგა. ევროპულ ფიცარნაგზე საქართველოს 4 წარმომადგენელი გავიდა და ოთხივემ მედლები მოიპოვა.

საქართველოს გოგონათა ნაკრების ერთადერთმა წევრმა ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ), რომელიც ტრავმით ასპარეზობდა, ატაცსა და აკვრაში დაძლეული 100 და 120 კილოგრამებით მცირე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი 220 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა.

დათო ხეცურიანი (105 კგ) საუკეთესო იყო ატაცში - 174 კილოგრამით მცირე ოქროს ჯილდო დაისაკუთრა. 201 კილოგრამით ვერცხლის მედალი ერგო აკვრაში, ორჭიდის ჯამში კი 375 კილოგრამით ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით, +105 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრები 2 სპორტსმენით - გიორგი ჩხეიძით და ბაქარ თურმანიძით იყო წარმოდგენილი.

ჩხეიძემ ატაცში 183 კგ დაიმორჩილა, რაც მცირე ვერცხლის მედლისთვის აღმოჩნდა საკმარისი. 225 კილოგრამით ასეთივე სინჯის მედალი ერგო აკვრაში და ორჭიდის ჯამშიც - 408 კგ.

ბაქარ თურმანიძემ ატაცში 182 კილოგრამით ბრინჯაო ერგო, მეხუთე შედეგი ჰქონდა აკვრაში (217 კგ), მაგრამ ორჭიდის ჯამში (399 კგ) კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლის პატივი მაინც დაიმსახურა.

www.geonoc.org.ge

0.191967