ფეხბურთი

18:31 | 27.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "რეალმა" რონალდუს წასვლით 60 გოლი დაკარგა, პორტუგალიელი შეუცვლელია"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი „ელ კლასიკოს“ შესახებ საუბრობს, რომელსაც პეპის აზრით ფავორიტი არ ჰყავს. გარდა ამისა, გვარდიოლამ კომენტარი კრიშტიანუ რონალდუს „რეალში“ არყფონაზეც გააკეთა.

„რონალდუ შეუცვლელია. მის გარეშე „რეალმა“ სეზონში 50-60 გოლი დაკარგა და არამხოლოდ გოლები, არამედ, როგორც გუნდის მოთამაშე.

ორივე გუნდს და განსაკუთრებით ესპანურ ფეხბურთს გაუმართლა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჰყავდა საუკეთესო ორი ფეხბურთელი, მესი და რონალდუ. მათი თამაში და სტატისტიკა წარმოუდგენელია, რომელიც ლა ლიგას დაეხმარა საერთაშორისო აღიარების მოპოვებაში.

„ელ კლასიკო“ ყოველთვის განსაკუთრებულია და ფავორიტი არასდროს ჰყავს. „ბარსელონას“ მცირე უპირატესობა აქვს, რადგან მასპინძელია და ეს მსგავს შეხვედრებში გარკვეულ წონას შეიცავს“, - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, „ბარსელონასა“ და „რეალის“ შეხვედრა 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება. ეს იქნება პირველი „ელ კლასიკო“ 2007 წლის შემდეგ, რომელშიც არც ლიონელ მესი და არც კრიშტიანუ რონალდუ არ ითამაშებენ.

0.117701