პოლ პოგბას „მანჩესერ იუნაიტედის“ შესაძლო წასვლის შესახებ საუბრები არ წყდება. იტალიური გამოცემა Tuttosport-ი იტყობინება, რომ ფრანგი „იუვენტუსში“ იანვარში იჯარის წესით დაბრუნდება.
გარდა ამისა, ტურინელებს ზაფხულში ფეხბურთელის გამოსყიდვა 70 მილიონი ევროს ფარგლებში შეეძლებათ და ალექს სანდროს „ოლდ ტრაფორდზე“ გაყიდვასაც დასთანხმდებიან, რომელიც „მანჩესტერს“ დიდი ხანია სურს.
შეგახსენებთ, რომ პოგბას „მანჩესტერიდან“ წასვლის შესახებ ზაფხულიდან მოყოლებული წერს უცხოური მედია. როგორც ცნობილია, ფრანგი ნისლიან ალბიონზე ბედნიერი არაა და გუნდის შეცვლაც ამიტომ უნდა.